პაატა ბურჭულაძის მეუღლემ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა
პაატა ბურჭულაძის მეუღლემ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა

ფონდ „იავნანას“ პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, ანგელა ვასილენკომ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა.

როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა პირველ არხს განუცხადა, ვასილენკო სასამართლოში 8 ოქტომბერს გამოიკითხება.

ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე იყო დაბარებული.

საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის პირველ მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ ის საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა, ამის მიზეზად კი მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.