პაატა ბურჭულაძეს სასამართლოში 9 თებერვალს დაკითხავენ
პაატა ბურჭულაძეს სასამართლოში 9 თებერვალს დაკითხავენ

​საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძეს 9 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხავენ, – ამის შესახებ ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.

პაატა ბურჭულაძე 8 იანვარს უნდა დაკითხულიყო, თუმცა სოსო ბარათაშვილის თქმით, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დაკითხვის ორგანიზება ვერ მოხერხდა.

საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის ადვოკატი 4 იანვარს შეხვდა გამომძიებელს და შეთანხმდა, რომ პაატა ბურჭულაძე თებერვლის შუა რიცხვებისთვის დაიკითხებოდა.

საოპერო ვარსკვლავისა და ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის დაკითხვა ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე იგეგმება.