პაატა ბურჭულაძე - ყველას გვახსოვს წლები, როდესაც მიხეილ საააკაშვილმა ქვეყანა დააყენა ფეხებზე
პაატა ბურჭულაძე - ყველას გვახსოვს წლები, როდესაც მიხეილ საააკაშვილმა ქვეყანა დააყენა ფეხებზე

ყველანი ვეძებთ მეორე მიხეილ სააკაშვილს, რომ როგორმე ქვეყანა დააყენოს ფეხზე. არ არის საჭირო მოძებნა, როდესაც ის არსებობს, როდესაც ბოდიში მოიხადა და მას აქვს გეგმა, რომლითაც შეიძლება, საქართველო ისევ ფეხზე დააყენოს, – ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, „ყველას გვახსოვს წლები, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დააყენა ფეხებზე“.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და მის პრემიერობას, ჩემი პირადი აზრია, ამ საქმეს ვუყურებ ასე, რომ არ არის საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება, როდესაც ის არსებობს.
ჩვენ ყველას გვახსოვს წლები, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დააყენა ფეხებზე, წამოაყენა და მართლაც ქვეყანა გახადა საქართველო. ახლა ყველანი ვეძებთ მეორე მიხეილ სააკაშვილს, რომ როგორმე ქვეყანა დააყენოს ფეხზე.

არ არის საჭირო იმის მოძებნა, როდესაც ის არსებობს, როდესაც მან ბოდიში მოიხადა და მას აქვს გეგმა, რომლითაც შეიძლება, საქართველო ისევ ფეხზე დააყენოს. თანაც, ეს არ არის ის მიხეილ სააკაშვილი, ეს უკვე სხვა მიხეილ სააკაშვილია იმ მხრიდანაც კი, რომ მას გვერდში უდგანან საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრები, მინისტრები და პრეზიდენტები. მას იცნობენ და პატივს სცემენ. მასზე არის გამოცხადებული ვითომ ძებნა მთელს მსოფლიოში, ის დადის მთელს მსოფლიოში კი არა და „სიენენზე“ გამოდის და „სიბიესზე“ გამოდის.

ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ და ისევ ის თუ დააყენებს ამ ქვეყანას ფეხზე“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

დატოვე კომენტარი