პაატა ბურჭულაძე - ქართველ ჯარისკაცს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და ფიცი არ უნდა დაადებინო ყაველაშვილის წინაშე, ყაველაშვილმა ფიცი თუ ჩაიბარა, ის ჯარისკაცი ჩვენ აღარ გამოგვადგება
ქართველ ჯარისკაცს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და ფიცი არ უნდა დაადებინო ყაველაშვილის წინაშე, ეს აუცილებელია. ყაველაშვილმა ფიცი თუ ჩაიბარა, ის ჯარისკაცი შემდეგ ჩვენ აღარ გამოგვადგება, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს 26 მაისთან დაკავშირებით განუცხადა.
ბურჭულაძის თქმით, გაერთიანება „რუსთაველის გამზირი“ დაესწრება სახალხო ზეიმს.
„მე წარმოვადგენ გაერთიანებას, რასაც ჰქვია „რუსთაველის გამზირი“, ჩვენ აქ ყველანი ვართ ძალიან მშვიდობისმოყვარე. არავინ აპირებს არაფრის ჩაშლას, პირიქით, ნუ დაგვესხმებიან თავს და ხარებას რაზმი არ მოუშვან ჩვენკენ. დავესწარი რამდენიმე სხდომას, სადაც იყო ჩვენი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ჩვენ დავესწრებით, ყველანი დავესწრებით სახალხო ზეიმს, ეს არის სახალხო ზეიმი და მე გილოცავთ ყველას. არ ვიცი, აღლუმს ვინ იბარებს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ქართველ ჯარისკაცს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და ფიცი არ უნდა დაადებინო ყაველაშვილის წინაშე, ეს აუცილებელია, ყაველაშვილმა ფიცი თუ ჩაიბარა, ის ჯარისკაცი მერე ჩვენ აღარ გამოგვადგება. „რუსთაველის გამზირი“ მივდივართ იქ საზეიმოდ, ჩვენ იქ საბრძოლველად არ მივდივართ, ჩვენ მივდივართ, რომ ვიზეიმოთ დიდი ზეიმი. 9 აპრილს ჩვენ დავიცავით ჩვენი გმირების ძეგლი ჩვენი მტრებისგან. იგივეს რა, ჩვენ მივალთ ზეიმზე. ჩვენ არ ვუზღუდავდით ხელისუფლებას, თვითონ ვერ გაბედეს მოსვლა“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.