პაატა ბურჭულაძე – მაქვს წინადადება, სიტყვა „მშვიდობიანი“ შევცვალოთ „ალერსიანით“, „დამხობა“ კი – „ჩარეცხვით“, ყველას მოგიწოდებთ, „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბერს ალერსიანად ჩავრეცხოთ

17:48, 19.09.2025

მაქვს წინადადება, რომ შევცვალოთ სიტყვები, მაგალითად, სიტყვა „მშვიდობიანი“ შევცალოთ „ალერსიანით“, „დამხობა“ კი – „ჩარეცხვით“. ყველას მოგიწოდებთ, რომ „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბერს ალერსიანად ჩავრეცხოთ, – ამის შესახებ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის ეშინია.

„მგონია, ძალიან კარგია იქნება. თუ ამაზეც რამე საწინააღმდეგო ექნებათ, ვთხოვთ, გვითხრან და ამ სიტყვებსაც რამენაირად მოვეფერებით. ხალხის ეშინიათ, რიცხვების კი არა, ხალხის ეშინიათ და უნდათ დააშინონ, აი, დაგიჭერთ. რამდენი უნდა დაიჭირონ, მორჩა ეს დაჭერობანას თამაში“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მსგავსი