პაატა ბურჭულაძე - ჩემი მიზანია, ფონდ "იავნანას" ლაქა ჩამოვრეცხო
პაატა ბურჭულაძე - ჩემი მიზანია, ფონდ "იავნანას" ლაქა ჩამოვრეცხო

ჩემი მიზანია, ის ლაქა, რაც ფონდ “იავნანას” აქვს, ჩამოვრეცხო, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ სასამართლოში გამოკითხვაზე გამოცხადებული შესვენების დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოკითხვა კორექტულად მიმდინარეობს. პირველი არხის შეკითხვას, სად მიდიოდა მაღაზიებში დამონტაჟებული შუშის ყუთებში შეგროვილი თანხა და ხომ არ იყენებდნენ ქველმოქმედების ნაცვლად აღნიშნულ თანხებს სხვა მიზნით, რაზეც გამოძიება მუშაობს, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ ამ თანხების მიზნობრიობაში გამოძიებას ეჭვი არ ეპარება.

შეკითხვაზე,  ხომ არ ხდებოდა “იავნანას” თანხების პარტიული მიზნისთვის გამოყენება, პაატა ბურჭულაძის თქმით, მას აქვს ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა ასეთი შთაბეჭდილება დარჩეს.

მისი თქმით, დღევანდელი დაკითხვის პროცესი საჭირო იყო და ამით კმაყოფილია. ამასთან, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გამორიცხულია მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.