პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე, რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე, რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, პაატა ბურჭულაძემ სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.
„პაატა მანჯგალაძე არ ყოფილა არანაირი ორგანიზატორი. მე ვარ ბედნიერი, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ“, – აღნიშნა სხდომაზე ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.