პაატა ბაირახტარი ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს
პაატა ბაირახტარი ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.

პაატა ბაირახტარის თქმით, ბოლო ორ თვეში ლარმა ორი ანტირეკორდი დაამყარა, რაც პირველ რიგში მაისის თვეში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ არასწორ ინტერვენციას უკავშირდება, ხოლო ბოლო დროს მისი გაუფასურება მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა გამოიწვია. მისი თქმით, აღნიშნული გარემოებები ბიზნესისა და ეკონომიკისთვის კარგი არ არის.

ბაირახტარი ამბობს, რომ რომ ლარზე უარყოფითად აისახება რუს ტურისტებთან და ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე შეტანის შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებული პროცესებიც.

ამასთან, ფინანსისტი იმედოვნებს, რომ პროცესები დროულად დარეგულირდება, რადგან მაკროეკონომიკური პარამეტრები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ლარის არსებული კურსი ფიქსირდებოდეს.

მისი თქმით, მთავარია, ეროვნულმა ბანკმა არასწორი პოლიტიკა არ აწარმოოს.