ოზურგეთში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ოზურგეთში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მას ხელისუფლების წარმომადგენლები, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,კიდევ ერთხელ გავიხსენეთ საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე. ზვიად გამსახურდიას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. მან თავის თანამოაზრეებთან ერთად საკმაოდ რთული გზა გაიარა და მისი როლი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესია. ჩვენი, თითოეული ადამიანის ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და უდიდესი პატივისცემით მოვიხსენიოთ,“- აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.