ოზურგეთში წიგნების მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა
ოზურგეთში წიგნების მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში მდებარე წიგნების მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხანძრის შედეგად შენობა ნაწილობრივ დაიწვა, არავინ დაშავებულა.

ხანძარი დღეს დილით მოხდა, გამომწვევი მიზეზები კი, ჯერ უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.