ოზურგეთში თვითიზოლირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
ოზურგეთში თვითიზოლირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ოზურგეთში თვითიზოლირებულთა რიცხვი ოთხით გაიზარდა და 40-ს მიაღწია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ისინი ყოველდღიურად კონტროლდებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„დღეს, დღის მეორე ნახევარში მიღებული ინფორმაციით, ოზურგეთში თვითიზოლირებულ 36 პირს ოთხი მოქალაქე შეემატა. ისინი ჩეხეთიდან, სომხეთიდან, შვედეთიდან და თურქეთიდან ჩამოვიდნენ“, – განაცხადა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ.