ოზურგეთში თვითიზოლაციაში სამი, კარანტინის ზონაში კი, 14 პირი იმყოფება

16:24, 06.04.2020

ოზურგეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში სამი პირი იმყოფება.

ოზურგეთის მერის მოადგილის, ირაკლი სირაძის ინფორმაციით, ​თვითიზოლაციის ვადა დაასრულა 78-მა ადამიანმა, კარანტინში კი, 14 ადამიანი იმყოფება.

„ოზურგეთში ამ დროისათვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საკოორდინაციო საბჭო საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოწმდება იზოლაციაში მყოფი ყველა პირი. მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისაგან და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.

მსგავსი