ოზურგეთში თვითიზოლაციაში არც ერთი პირი არ იმყოფება

15:26, 21.04.2020

ოზურგეთში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის არც ერთი პირი არ იმყოფება. საკარანტინო სივრცეში კი, ოზურგეთიდან მხოლოდ ერთი პირია მოთავსებული.

„ოზურგეთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საკოორდინაციო შტაბი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებ მოსახლეობას, აუცილებელი შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან და დარჩნენ სახლში“, – აცხადებს საკოორდინაციო შტაბის თავმჯდომარე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე.

მსგავსი