ოზურგეთში თვითიზოლაციაში 36 ადამიანი იმყოფება

21:40, 22.03.2020

ოზურგეთში 23-მა ადამიანმა იზოლაციის პერიოდი დაასრულა. მათგან სამი თვითიზოლაციიდან იძულებით იყო კარანტინში გადაყვანილი, განსაზღვრული საკარანტინო ვადა მათაც დღეს ამოეწურათ.

ამ დროისთვის, ოზურგეთში თვითიზოლაციაში რჩება 36, ხოლო კარანტინში გადაყვანილია 18 პირი.

დღეის მდგომარეობით, ოზურგეთიდან კარანტინსა და თვითიზოლაციაში სულ 77 ადამიანი იმყოფებოდა.

„თვითიზოლაციაში მყოფი პირები ყოველდღიურად კონტროლდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

მსგავსი