ოზურგეთში თვითიზოლაციაში 21, კარანტინში კი, ხუთი ადამიანი იმყოფება
ოზურგეთში თვითიზოლაციაში 21, კარანტინში კი, ხუთი ადამიანი იმყოფება

ოზურგეთში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 21 მოქალაქე იმყოფება, კარანტინში კი, ხუთი ადამიანი რჩება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„რეგულარულად კონტროლდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები. ჩვენ ყოველდღიურად ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ვაწვდით მათ საკვებს.

დეზინფექცია უტარდება ქუჩებს როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. ოზურგეთში შეუფერხებლად მუშაობს ყველა სტრატეგიული ობიექტი“, – განაცხადა ოზურგეთის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ.