ოზურგეთში თვითიზოლაციაში 12, საკარანტინო ზონაში კი ხუთი ადამიანი იმყოფება
ოზურგეთში თვითიზოლაციაში 12, საკარანტინო ზონაში კი ხუთი ადამიანი იმყოფება

ოზურგეთში თვითიზოლაციაში 12 პირი იმყოფება, საკარანტინო ზონაში კი ხუთი ადამიანია მოთავსებული.

ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„საკოორდინაციო საბჭო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ჩვენ რეგულარულად ვაგრძელებთ სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების საკვები პროდუქტებით დახმარებას. თერმოსკრინინგი კი გაგრძელდება სხვა სოფლებშიც. მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ოზურგეთის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი სირაძემ.