ოზურგეთში თვითიზოლაციაში 11, ხოლო კარანტინში 22 ადამიანი იმყოფება

17:41, 02.04.2020

ოზურგეთში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 11 მოქალაქე იმყოფება. საკარანტინო სივრცე 21-მა პირმა დღეს დატოვა. ამ დროისათვის კარანტინში 22 ადამიანი რჩება.

„ოზურგეთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. შეუფერხებლად მუშაობს ყველა სტრატეგიული ობიექტი. რეგულარულად კონტროლდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები“, – განაცხადა ოზურგეთის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ.

მსგავსი