ოზურგეთში თვითიზოლაციაში 10, კარანტინის ზონაში კი 24 პირი იმყოფება
ოზურგეთში თვითიზოლაციაში 10, კარანტინის ზონაში კი 24 პირი იმყოფება

ოზურგეთში, ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ თვითიზოლაციაში 10 პირი რჩება. თვითიზოლაციის ვადა დაასრულა 70-მა ადამიანმა. საკარანტინო ზონაში 24 ადამიანია. 21-მა დაასრულა საკარანტინო პერიოდი და სახლში დაბრუნდა.

„ამჟამად ოზურგეთში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. მოწმდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები. ქუჩებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, კონტროლდება აგრარული ბაზარი. მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილემ, საკოორდინაციო შტაბის თავმჯდომარემ, ირაკლი სირაძემ.