ოზურგეთში ტრადიციული ალილო გაიმართა
ოზურგეთში ტრადიციული ალილო გაიმართა

შობის დღესასწაულზე ოზურგეთში ტრადიციული ალილო გაიმართა.

მსვლელობას, რომელსაც წინ სასულიერო პირები მიუძღოდნენ, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.

ალილოს მსვლელობას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ მონაწილეებს საახალწლო ნობათი და ტკბილეული გადასცეს.

ტრადიციული ალილო ყოველწლიურად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 7 იანვარს იმართება.