ოზურგეთში, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება
ოზურგეთში, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე მოადგილესთან ნიკა ბოლქვაძესთან და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად გაეცნო.

„სოფელ შრომაში, ზედუბანში მიმდინარე სამუშაოები მოვინახულე. გზა უკვე გავხსენით ოხოჯურის უბანშიც და ჩვენს თანამოქალაქეებს გადაადგილების მხრივ არანაირი პრობლემა არ ექნებათ. ასევე, აქტიურად განვაგრძობთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიწოდებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.