ოზურგეთში, სოფელ ხვარბეთის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას მოითხოვს
ოზურგეთში, სოფელ ხვარბეთის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას მოითხოვს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვარბეთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას მოითხოვს.

მათი თქმით, გზის, განათების, გაზიფიკაციის, საბავშვო ბაღისა და სკოლის არარსებობა ხვარბეთელებს დიდ პრობლემებს უქმნის.

ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მერი კოტე შარაშენიძე. მისი თქმით, თანხების მობილიზების შემდეგ, მერია პრობლემების მოგვარებას დაიწყებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.