ოზურგეთში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ოზურგეთში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის ტკივილიანი და მძიმე დღეა, სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. დღეს, ჩვენ გავიხსენეთ ის გმირები, რომლებმაც ქვეყნისთვის თავი გაწირეს, პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას და მივუსამძიმრეთ დაღუპულთა ოჯახებს. ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების ხსოვნის წინაშე, მათ თავდადებას არასოდეს დავივიწყებთ“, – განაცხადა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ.
სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.