ოზურგეთში სამუშაოს შესასრულებლად მარნეულიდან ჩასულ სამ პირს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ
ოზურგეთში სამუშაოს შესასრულებლად მარნეულიდან ჩასულ სამ პირს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ

ოზურგეთში, სოფელ ნაღობილევში მარნეულიდან სამი პირი იმყოფებოდა. ისინი ინერტული მასალების მომპოვებელი კომპანიის ავტობაზაზე არიან დასაქმებული და ექვს პირთან ერთად ერთ-ერთ კერძო სახლში ცხოვრებენ.

აღნიშნული პირები ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა შეამოწმეს და არც ერთ მათგანს დაავადების სიმპტომი არ აღმოაჩნდა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, მათ მაინც საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე.

„ამჟამად ცხრავე მოქალაქე, სოფელ ნაღობილევში იზოლაციაში იმყოფება. ამ ადამიანებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და უახლოეს საათში ხსენებულ მოქალაქეებს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ“,-  აცხადებს ირაკლი სირაძემ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.