ოზურგეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ოზურგეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ხანძრის შედეგად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.