ოზურგეთში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ოზურგეთში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ოზურგეთში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს.

გურიის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს ომს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.