ოზურგეთში ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა
ოზურგეთში ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა

ოზურგეთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე მრავალბინიანი სახლი სახურავის გარეშე დატოვა. მოგლეჯილია ხეები და ბოძები.

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ოზურგეთის რამდენიმე უბანსა და სოფელს. ამ დროისათვის ელექტრომომარაგება სრულადაა აღდგენილი.

„შესაბამისმა სამსახურებმა ადგილზე შეისწავლეს თითოეული პრობლემა. ხვალიდანვე მოხდება ზარალის ოდენობის დადგენა. შევეცდებით, დაზარალებულ ყველა ოჯახს გავუწიოთ დახმარება“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ.

ამ დროისთვის ოზურგეთში ძლიერი ქარი ჩადგა. თუმცა, ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს.