ოზურგეთში, მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა
ოზურგეთში, მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

ოზურგეთში, მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ღირებულება 156 998 ლარს შეადგენს, სამუშაოები შპს „პალადამ“ შეასრულა.

„ლიფტები ქალაქ ოზურგეთში ოთხ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მოეწყო. უახლოეს მომავალში აღნიშნული კორპუსების ფასადებიც შეიცვლება“, – ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასრულებული პროექტი გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ და ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ დაათვალიერეს.