ოზურგეთში მკვლელობა მოხდა
ოზურგეთში მკვლელობა მოხდა

ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ანასეულის გზაზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ე.წ. სტამბის ბინებში ცხოვრობდა. მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.