ოზურგეთში მერაბ ბერძენიშვილის ბიუსტი გაიხსნა
ოზურგეთში მერაბ ბერძენიშვილის ბიუსტი გაიხსნა

ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების ცენტრის წინ ცნობილი მოქანდაკის ბიუსტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მერაბ ბერძენიშვილის ბიუსტის ავტორი მისი მოსწავლე, გია ჭანკოტაძეა.

ბიუსტის გახსნამდე გალერეაში ოზურგეთელი მხატვრისა და პედაგოგის, ვახტანგ მამეიშვილის ​80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ცნობილმა ხელოვანმა საზოგადოებას 50-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი წარუდგინა.

ღონისძიებას მერაბ ბერძენიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები, კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები ესწრებოდნენ.