ოზურგეთში მაღალი გამავლობის თვითმცლელი ავტომანქანების მძღოლებმა აქცია გამართეს
ოზურგეთში მაღალი გამავლობის თვითმცლელი ავტომანქანების მძღოლებმა აქცია გამართეს

ოზურგეთში, ურეკი-ცეცხლაურის გზის მერიის მონაკვეთზე, მაღალი გამავლობის თვითმცლელი ავტომანქანების მძღოლებმა აქცია გამართეს.

მძღოლები აქციის მიზეზად ცენტრალურ გზაზე გადაადგილების მხრივ შექმნილ პრობლემებს ასახელებენ.

ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ოზურგეთის მერიის პრესსამსხურის ინფორმაციით, გასულ წელს აღნიშნული საგზაო მონაკვეთი სწორედ მაღალი გამავლობის, მძიმეწონიანი თვითმცლელი მანქანების ინტენსიური მოძრაობის შედეგად დაზიანდა. ამიტომაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ მძიმეწონიანი მანქანების მძღოლები გადაადგილდებიან, რომლებიც ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის გზის მშენებლობას ემსახურებიან.