ოზურგეთში კარანტინის ზონა 21-მა პირმა დატოვა
ოზურგეთში კარანტინის ზონა 21-მა პირმა დატოვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კარანტინის ზონა 21-მა პირმა უკვე დატოვა. კარანტინში რჩება 20 მოქალაქე. თვითიზოლაციის რეჟიმი დაასრულა 57-მა ადამიანმა, 23 პირი კი რჩება თვითიზოლაციაში.

„იზოლაციაში ჯამში ოზურგეთიდან 121 ადამიანი იმყოფებოდა. მკაცრად კონტროლდება თვითიზოლაციაში მყოფი ყველა პირი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ.