ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე ავტომანქანა აფეთქდა
ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე ავტომანქანა აფეთქდა

ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე ავტომანქანა აფეთქდა. ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როდესაც გაჩერებული იყო.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

მანქანა ამავე ქუჩაზე მცხოვრებ კიღურაძეების ოჯახს ეკუთვნოდა. ოჯახი ვერსიების დასახელებისგან თავს იკავებს.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციიით, ავტომანქანის განზრახ აფეთქებას ადგილი არ ჰქონია.

„გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.