ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით გრძელდება
ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით გრძელდება

ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს ოზურგეთშიც განახლდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშენებარე ობიექტებზე ინსპექტირება განახორციელეს. ინრასტრუქტურული პროექტები გურიის გუბერნატორის მოადგილემ, აკაკი შენგელიამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ დაათვალიერეს.

ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მშენებარე ობიექტებზე სრულად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და უსაფრთხოების წესები. გამოკრულია საინფორმაციო ბროშურები და ბანერები.

მიმდინარეობს სოფელ შემოქმედის ეკლესიისკენ მიმავალი 616 მ. სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სრულდება 4 996 მ. სიგრძის სოფელ ბოხვაურის ცენტრის გავლით შემოქმედი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე დასრულდება ყაზბეგის ქუჩის და სოფელ მაკვანეთის დამაკავშირებელი 821 მ. სიგრძის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია.