ოზურგეთში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ოზურგეთში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ოზურგეთში, ქალაქის ცენტრალური ქუჩებისა და სასაფლაოებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროცესში ჩართულია მძიმე ტექნიკა.

ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ამ დროისთვის, გადაადგილების პრობლემა არც ერთი მიმართულებით არ დგას.

მუნიციპალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

დატოვე კომენტარი