ოზურგეთში, ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს, „გურია ექსპრესის“ გაფიცული თანამშრომლები აქციას მართავენ
ოზურგეთში, ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს, „გურია ექსპრესის“ გაფიცული თანამშრომლები აქციას მართავენ

ოზურგეთში, ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს, „გურია ექსპრესის“ გაფიცული თანამშრომლები მე-18 დღეა, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელფასების მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

საწარმოში დასაქმებულები ადმინისტრაციის მხრიდან დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადმინისტრაციისაგან დღეს არავინ გამოხმაურებია.

„სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა გაფიცულს გურიიდან. მიუხედავად იმისა, რომ მე-18 დღეა, პროტესტის პირობებში ვიმყოფებით, ადმინისტრაციისგან არავინ გამოგვხმაურებია. ისინი არ აკმაყოფილებენ ჩვენს მთავარ მოთხოვნას ხელფასების მომატების თაობაზე. არ დავიშლებით და შევწყვეტთ აქციებს იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება“, – განაცხადა აქციის წევრმა, ლადო ურუშაძემ.