ოზურგეთში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო
ოზურგეთში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის ოზურგეთის გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

„რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერნეტიზაციის მიმდინარე სამუშაოები ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილმა და „Open net“-ის დირექტორმა მარიამ სულაბერიძემ ადგილზე დაათვალიერეს.

დატოვე კომენტარი