ოზურგეთში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019“ კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა
ოზურგეთში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019“ კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა

ოზურგეთში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019“ კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა. გაიმართა შემეცნებით-გასართობი აქტივობები.

ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის – კულტურის განყოფილებისა და „კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის“ ორგანიზებით, კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო.

ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, აღინიშნება და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეებში“ ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა მონაწილეობს. ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული აქტივობები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეულ სხვადასხვა თემას ეძღვნება. წლევანდელი ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემაა: ხელოვნება და სანახაობა“, – განაცხადეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.