ოზურგეთში ერთი ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულთა შორის მცირეწლოვანიცაა
ოზურგეთში ერთი ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულთა შორის მცირეწლოვანიცაა

ოზურგეთში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებუკლები ერთი ოჯახის წევრები არიან. ინფიცირებულთაგან ყველაზე პატარა ერთი წლისაა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს.

მათივე ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა აღენიშნება ოჯახის კიდევ ერთ წევრს და სავარაუდოდ კლინიკაში მასაც გადაიყვანენ.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა. წინასწარი ინფორმაციით, ოჯახის წევრების დაინფიცირება ბათუმში მოგზაურობას უკავშირდება.

დატოვე კომენტარი