ოზურგეთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
ოზურგეთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

უამინდობამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ოზურგეთში. დაზიანდა რამდენიმე შენობა, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები.

დოლიძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან კორპურსს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.

„ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ სტიქიის შედეგად დაზიანებული უბნები მოინახულა და მუნიციპალურ სამსახურებს შესაბამისი დავალებები მისცა. ამ წუთებში მერის წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ოზურგეთის მერიასთან ერთად მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა“, – განაცხადა ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო ბახტაძემ.