ოზურგეთში დასაქმებულ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ოზურგეთში დასაქმებულ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთში დასაქმებულ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი ბათუმში ცხოვრობს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილება.

„შუა ხნის მამაკაცი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელექტრიკოსად მუშაობს. მას ვირუსი დღეს დაუდგინდა. ამ ეტაპისთვის ლაითურში ღრმა კვლევები მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები აღნიშნულ პირის კონტაქტებს იკვლევენ“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.