ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტების ავტომობილს გზა გადაუკეტეს
ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტების ავტომობილს გზა გადაუკეტეს

ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მცირე ინციდენტი მოხდა. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის, მხარდამჭერების აქციას „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ავტომობილით ჩაუარეს, რომელზეც „ქართული ოცნების” დროშები ფრიალებდა.

ამ ფაქტს დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. მათ მანქანას გზა გადაუკეტეს, რის გამოც მცირე ინციდენტი მოხდა.

სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ, ვითარება განიმუხტა. საოლქო-საარჩევნო კომისიასთან შარაშენიძის მომხრეების რიცხვი ნელ-ნელა იმატებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.