ოზურგეთში, დაბა ლაითურში მომხდარზე შსს-მ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო

02:26, 16.06.2018

ოზურგეთში, დაბა ლაითურში მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ოზურგეთში, დაბა ლაითურში მცხოვრებმა ბიზნესმენმა იგორ ასკაროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას და მის მეუღლეს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ასკაროვის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი