ოზურგეთში ცოცხალი საქონლის სატრანზიტო ცენტრი აშენდა
ოზურგეთში ცოცხალი საქონლის სატრანზიტო ცენტრი აშენდა

ოზურგეთში, პირველი ცოცხალი საქონლის სატრანზიტო ცენტრი აშენდა, სადაც როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა საქონლის მიღება იქნება შესაძლებელი.

ამასთან, ცენტრს ერთდროულად 4 000 თავამდე საქონლის განთავსება შეეძლება.

სატრანზიტო მარშრუტი დაიწყება ბათუმის პორტში სპეციალიზირებული გემის მიღებით. ბათუმიდან ცხოველებს ოზურგეთის ლოგისტიკურ ცენტრში გადაიყვანენ, შემდეგ კი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებით საბოლოო დანიშნულების ადგილზე გაგზავნიან.

პროექტი 100-მდე ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს.

პროექტს კომპანია „აგრო პრაიმი“ ახორციელებს, რომლის მთავარი პარტნიორი ქვეყანა ყაზახეთია.

პროექტის ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა, ლოგისტიკური ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ელექტრო ღობეებითა და მოწყობილობებით.

„ჩვენი სამომავლო გეგმა ასევე უკავშირდება მნიშვნელოვან საკითხს – ლოგისტიკური ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ცენტრი, სადაც ნებისმიერი ფერმერი მიიღებს კონსულტაციას, თუ როგორ უნდა შექმნას და მართოს ფერმა, როგორ მოახდინოს პროდუქციის რეალიზაცია. კონსულტაციას კი გაუწევენ პროფესიონალი ავსტრალიელი და ქართველი ვეტერინარები“ ,- განაცხადა საქართველოს მეცხოველეობის ასოციაციის თამჯდომარე, გოჩა ჩხაიძემ.