ოზურგეთში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა
ოზურგეთში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა

ოზურგეთში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა. ისინი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ კლინიკაში მკურნალობენ.

ექიმების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„სამივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მათი მდგომარეობა თავიდანვე საშუალო სიმძიმის იყო, თუმცა ამ დროისათვის გაუმჯობესებულია. ქალბატონებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო მკურნალობა. ისინი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“, – აცხადებს სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორი, დავით მდინარაძე.