ოზურგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14:22, 03.10.2020

ოზურგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდკვლევები და კონტაქტების დადგენა.

„ოზურგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა „კოვიდ-19“-ის შვიდი შემთხვევა – ორი შემთხვევა ქალაქ ოზურგეთში, ერთი ლაითურში, ოთხი კი სოფელ ბახვში. ბახვში გვაქვს ოჯახური დაინფიცირების შემთხვევები, ლაითურში გამოვლენილი ფაქტი ინფიცირებულის კონტაქტებს უკავშირდება. გვაქვს ცალკეული შემთხვევებიც“, – განაცხადა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუთიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი.

მსგავსი