ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი პირი დაშავდა
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი პირი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო ოთხმა ადამიანმა.

დაშავებულები კლინიკა „მედალფაში“ არიან გადაყვანილები.

„პაციენტებს აღენიშნებათ ზედაპირული ტრავმები. ამჟამად ისინი დაკვირვებისა და კვლევის ფაზაში არიან“, – განაცხადა კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა, დავით მდინარაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი