ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში. ოზურგეთი-შემოქმედის გზის წითელმთის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის ჭიშკარს შეეჯახა.

ავტომანქანის მძღოლი, 43 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცავალა. გარდაცვლილი მამაკაცი ოზურგეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.