ოზურგეთში ოთხი ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა
ოზურგეთში ოთხი ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა

ოზურგეთში, ანასეულის უბანში ოთხი ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა. მათგან სამი ქალი და ერთი მცირეწლოვანი ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ იმყოფებიან.

ექიმის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში 51 წლის, 69 წლის და 78 წლის ქალბატონები არიან მოთავსებულნი და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება, სამი წლის ბავშვს, იგი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს, მას ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.