ოზურგეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 45,45 პროცენტი შეადგინა
ოზურგეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 45,45 პროცენტი შეადგინა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 2313-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 45,45 პროცენტს შეადგენს.

60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის განცხადებით, დღის ბოლომდე საჩივრების რაოდენობა არ გაზრდილა. მისივე თქმით, ერთადერთ საჩივარში დაფიქსირებული დარღვევა პროცედურული ხასიათის იყო და ადგილზევე აღმოიფხვრა. მისი მტკიცებით, აღნიშნული არჩევნების პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

„ყველა უბანი დროულად დაიხურა. შემიძლია, ხმამაღლა გითხრათ, რომ ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა“, – აღნიშნა ზვიად თენიეშვილმა.

ოზურგეთის საკრებულოში მოსახვედრად დღეს 13 კანდიდატი იბრძოდა.

ოზურგეთში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა. მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდნენ.