ოზურგეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში შვიდი პირი იმყოფება
ოზურგეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში შვიდი პირი იმყოფება

ოზურგეთში, თვითიზოლაციაში ამ დროისთვის შვიდი პირი იმყოფება. საკარანტინო სივრცეში კი ოზურგეთიდან არავინაა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ოზურგეთის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე განახლდა.

„მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა. საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს მუშაობას. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარების პროცესი გრძელდება. საბედნიეროდ, ოზურგეთში ამ დრომდე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მე მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და კვლავაც დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“, – განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.